გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით მინიმალური ზიანი მიიღოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით მინიმალური ზიანი მიიღოს, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები ჰქონდეს. ამის შესახებ გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა გლობალური კონკურენცია იქნება.

"გლობალური კონკურენცია პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა იქნება და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით იმისთვის, რომ პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები გვქონდეს. ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამას ემსახურება ჩვენი ეკონომიკური გეგმაც“, - განაცხადა გახარიამ.