„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლითაც სარგებლობას ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები შეძლებენ.
შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი ტოიოტას სხვადასხვა მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შეთავაზების პაკეტზე - „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელებისთვის 90 ლარია დაწესებული. Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნული პაკეტისთვის სპეცფასი, ასევე, 90 ლარია, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის - 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე, სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომელთა შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოებისაა და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები კვლავინდებურად უცვლელია.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწერონ სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით გაუწევენ და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.