რატომ უნდა ვაჩუქოთ კორპორატიული საჩუქარი და როგორი უნდა იყოს ის?

კორპორატიული საჩუქრის კულტურა გასულ საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა 21–ე საუკუნეში მისი მასშტაბი ძალიან გაიზარდა და მრავალფეროვანიც გახდა. თუ ადრე კორპორატიულ საჩუქრად იყენებდნენ ბრენდირებულ ბლოკნოტებს, კალმებს, ღვინოს და კიდევ რამდენიმე ნივთს, ახლა ერთადერთი, რაც ამ მიმართულებას ზღუდავს, მჩუქებლის ფანტაზიაა.

აშშ–ში კორპორატიული საჩუქრები ცალკე ინდუსტრიად არის ჩამოყალიბებული და ყოველწლიურად მისი მოცულობა 22 მილიარდ დოლარს აჭარბებს. დღეს კორპორატიულ საჩუქარს მიიჩნევენ არა მხოლოდ ყურადღების გამოხატულების საშუალებად, არამედ ინვესტიციად, რომელიც საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. კორპორაციული საჩუქარი ადამიანს მჩუქებლის მიმართ პოზიტიურად განაწყობს და მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

საქართველოში კორპორატიული საჩუქრის შესაძენად ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი „ბიბლუსია“, რომელიც აერთიანებს პროდუქტებს, როგორიცაა: წიგნები, საკანცელარიო-საოფისე ნივთები, ღვინო, სადღესასწაულო ნივთები და სხვ. გარდა იმისა, რომ „ბიბლუსში“ მრავალფეროვანი პროდუქციიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ, აქვე სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენის შესაძლებლობაც გაქვთ.

კორპორატიული საჩუქრების ჩამონათვალში უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულ ადგილს წიგნი იკავებს. ბიზნეს თუ მხატვრული ლიტერატურით, ინტერესების შესაბამისად შერჩეული სპეციალური გამოცემებით, რომელთაც ქართული გამომცემლობები გვთავაზობენ, ნამდვილად შეძლებთ ადრესატის გულის მოგებას. ამ გზით პოზიტიურ და საქმიან შთაბეჭდილებას დატოვებთ და აფიქრებინებთ, რომ მათზე ნამდვილად ზრუნავთ. შეარჩიეთ წლის მსოფლიო ბესტსელერები ან კლასიკა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. ბიზნესლიტერატურის შერჩევის დროს კი გაითვალისწინეთ საქმიანობის ის სფერო, რომელშიც საჩუქრის ადრესატი საქმიანობს.

საოფისე–საკანცელარიო ნივთები – ეს კლასიკური კორპორატიული საჩუქარია, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებაშიც შეიცვალა ტენდენციები. ბრენდირებული სტანდარტული ბლოკნოტებითა და კალმებით ადამიანების გულის მოგებას ვეღარ მოახერხებთ. ეცადეთ, მათ გაუგზავნოთ პრემიუმ ბრენდების განსაკუთრებული საკანცელარიო ნივთები, რომლებიც ხარისხითა და დიზაინით გამორჩეული იქნება. აუცილებელი არ არის მათზე კომპანიის ლოგო იყოს დატანილი. პირიქით, მაღალი ხარისხის არასტანდარტული ბლოკნოტით უფრო მეტ ეფექტს მოახდენთ ადამიანზე და მას ამ ნივთების გამოყენების უფრო მეტი სურვილი ექნება. არ შეგეშინდეთ, რომ მჩუქებლის შესახებ მას დაავიწყდება. ნივთის ყველა მოხმარებაზე აუცილებლად გაახსენდება კომპანია, რომელმაც აჩუქა.

ღვინო – ესეც კლასიკური სადღესასწაულო კორპორაციული საჩუქარია. ის განსაკუთრებით უხდება დღესასწაულს და როგორც წესი, ახალ წელს ყველაზე ხშირი საჩუქარი სწორედ ღვინოა. თუმცა აქაც ნუ შემოიფარგლებით ტრადიციული ღვინოებით. ღვინის მრავალფეროვანი არჩევანიდან შეარჩიეთ ყველაზე განსაკუთრებული და გამოიყენეთ ის კორპორაციულ საჩუქარად.

ბიბლუსში ცალკეული საჩუქრების შერჩევის პარალელურად, სასაჩუქრე ნაკრებების გაკეთებაც შესაძლებელია. მაგალითად, წიგნი, ღვინო და საახალწლო დეკორაცია, ან ბლოკნოტი და კალამი. აქ მიიღებთ კლიენტზე მორგებულ სასურველ შეთავაზებას და ისარგებლებთ ფასდაკლებით, რომელიც საბოლოოდ თქვენს კორპორაციულ საჩუქარს ნამდვილად ღირებულ ინვესტიციად აქცევს.