დევიდ ბექჰემი, სტივენ ტაილერი, ჯულია რობერტსი - „ვარსკვლავების“ ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამზადდა

“ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს სხვადასხვა ახირებები აქვთ. პოპულარული მსახიობები, როკ- ვარსკვლავები, მომღერლები და ცნობილი ბიზნესმენები გამორჩეულ საავტომობილო კოლექციებს ფლობენ, სადაც ექსკლუზიურად მათთვის დამზადებული მოდელებიც იწონებენ თავს.

Bpn.ge გამორჩეულ შემთხვევებს გთავაზობთ. საინტერესოა, რომელ ავტომობილებს ირჩევენ ისინი?

132741293-444684763359618-6701852836006560354-n-1608731056.jpg

სტივენ ფრაი - BENTLEY CONTINENTAL GT, EST. 150,000 აშშ დოლარი

კომიკოსი და მსახიობი სტივენ ფრაი შესაძლოა, ბევრისთვის ცნობადი სახე არ იყოს, თუმცა “ჰოლივუდში“ მის ნიჭს აღმერთებენ.

ფრაიმ კომედიურ პროექტებში - Jeeves and Wooster და A Bit of Fry & Laurie- ში მიიღო მონაწილეობა. მას ავტოფარეხში განსაცვიფრებელი 150,000 აშშ დოლარად შეფასებული ბენტლი ჰყავს. გარდა ბენტლისა, ფრაის ასევე ჰყავს Aston Martin.

132292156-1251292661923164-8667891114302471020-n-1608731093.jpg

სტივენ ტაილერი - HENNESSEY VENOM GT SPYDER, 1,100,000 აშშ დოლარი

ჯგუფ Aerosmith- ის სოლისტმა, როკის ლეგენდამ, სტივენ ტაილერმა მართლაც მოიგო მთელი მსოფლიოს გული. იგი ცნობილია თავისი ელეგანტური ჩაცმულობითა და ძლიერი ხმით. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს სკანდალური ცხოვრება ჰქოდა და აკრძალულ ნივთიერებებსაც ეტანებოდა, დღეს იგი მილიარდებს ფლობს. მან 2012 წელს ავტომობილი Hennessey Venom GT Spyder 1,1 მილიონ დოლარად შეიძინა.

beqqqq-1608731181.jpg

დევიდ ბექჰემი – ROLLS ROYCE PHANTOM DROPHEAD COUPE, 400,000 აშშ დოლარი

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მართლაც გამორჩეულად ცხოვრობს.

მისი ქონება 450 მილიონ დოლარს შეადგეს. თითქმის იგივე კაპიტალს ფლობს მისი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი.

ყოფილი ფეხბურთელი ასევე ფლობს ავტომობილების კოლექციას. ათზე მეტ ძვირადღირებული მანქანას, მათ შორის მისი საყვარელ Rolls Royce Phantom Drophead Coupe, რომლის ღირებულება 400 000 აშშ დოლარია. ავტომობილის ინტერიერი სპეციალურად, ბექჰემის გემოვნებით დამზადდა და ანალოგი არ ჰყავს.

132435790-2951889045032104-3130595380700445484-n-1608731220.jpg

ჯულია რობერტსი – MERCEDES-BENZ GL320, EST. 53,000 აშშ დოლარი

“ლამაზი ქალი“ ჯულია რობერტსი ამერიკელების საყვარელი მსახიობია.

ყოველთვის ახალგაზრდა და ცოცხალი ვარსკვლავი ავტომობილებთან მიმართებაში ეპატაჟს ნამდვილად ერიდება. მან არჩევანი კომფორტულ მერსედესზე შეაჩერა. 53,000 დოლარიანი ავტომობილის გარდა, რობერტსი მოკრძალებულ Toyota Prius ფლობს.

მოუხედავად ასეთი მოკრძალებული არჩევანისა, ჯულიას ავტომობილი სპეციფიური უსაფრთხოების პარამეტრებით გამოირჩევა. მსახიობი ამას დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან, ხშირად მოგზაურობს შვილებთან ერთად.

132551792-866972937452898-6686336384422398556-n-1608731257.jpg

რიჩარდ გირი – AUDI RS6 AVANT, 93,000 აშშ დოლარი

69 წლის ჰოლივუდის მსახიობი, რიჩარდ გირი, რომელიც ცნობილია “ლამაზი ქალი“, “Runaway Bride“-ში და “ჩიკაგოში“ შესრულებული როლებით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ბოლო დროს გირი ადამიანის უფლებათა დამცველი და აქტივისტი გახდა. ამ კუთხით 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მქონე გირმა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და საკუთარი საქველმოქმედო მოძრაობის Tibet House- თან ერთად, საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა.

გარდა ქველმოქმედებისა, გირმა დიდი თანხა ჩადო მის ავტომობილში, 100000 დოლარიან Audi RS6– ში. მანქანა თვალისმომჭრელად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

qeitaaaa-1608731443.jpg

ქეით აპტონი – MERCEDES BENZ SLS 6.3 AMG 248,000 აშშ დოლარი

27 წლის ამერიკელმა მოდელმა ქეით აპტონმა პოპულარობა Sports Illustrated Swimsuit Editions- ის რამდენიმე ფოტოსესიაში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. მან გააფორმა მრავალი ჟურნალის გარეკანი, მათ შორის Complex და Esquire.

აპტონს ავტომობილის მართვის გრძელვადიანი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ამას მაღალი კლასის ავტომანქანის შეძენაში ხელი არ შეუშლია. მისი მანქანების კოლექციაში არის 100,000 დოლარიანი Tesla Model S, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობისთვის იყენებს და 248,000 აშშ დოლარიანი Mercedes-Benz SLS 6.3 AMG.

meganiiii-1608731476.jpg

მეგან მარკლი – JAGUAR E-TYPE 470,000 აშშ დოლარი

სანამ მეგან მარკლი საკუთარ ბედს სამეფო ოჯახის წევრ, პრინც ჰარის დაუკავშირებდა, კარიერის აწყობას სერიალში Suit-ში ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, მეგან მარკლმა შეიძინა თავისი ოცნების მანქანა 470 000 დოლარიანი Jaguar E, რომელიც 1968 წელს შეიქმნა.

132547107-2794145064193441-8857583946585098207-n-1608731534.jpg

ჯერი სეინფილდი – PORSCHE 959, 1.8 მილიონი აშშ დოლარი

ამერიკელი სტენდ-აპ იუმორისტი და მსახიობი ჯერი სეინფელდი ცნობილი Seinfeld-ში თამაშის შემდეგ გახდა. წარმატებულმა კარიერამ მას დიდი ქონება მოუტანა.

სეინფელდი ცნობილია Porsche მანქანების სიყვარულით. იგი ამ მარკის მანქანების უდიდეს კოლექციას ფლობს. “პორშეს“ 150 გამორჩეულ მოდელს შორის საპატიო ადგილს იკავებს Porsche 959. მისი ღირებულება 1,8 მილიონ დოლარს შეადგენს.

2016 წელს საიფელდმა აუქციონზე გაიტანა მისი 17 მანქანა, რომლებიც დაახლოებით 32 მილიონ დოლარად გაყიდა და მთელი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირა.

132495342-306546374052865-2093813342427089342-n-1608731563.jpg

ნიკოლას ქეიჯი - 1958 FERRARI 250 GT PININFARINA, 3 600 000 აშშ დოლარი

ნიკოლას ქეიჯი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია.

გასაკვირი არ არის, რომ პოპულარობამ მას სიმდიდრეც მოუტანა. თუმცა, საწმუხაროდ, ქეიჯს ფინანსების მართვის უნარი არ აღმოაჩდა და 2000 წლის დასაწყისში გადასახადების თავიდან აცილების გამო, სირთულეები შეექმნა. ქეიჯი თავიდან ავტომობილების ძალიან დიდ კოლექციას ფლობდა, თუმცა მისი ნაწილის გაყიდვა მიუწია. ამჟამად მას მხოლოდ 10 ავტომობილი აქვს, რომლებიც სპეციალურად ნიკოლას ქეიჯისთვის არის შექმნილი.

მსახიობს ისევ ჰყავს თავისი საყვარელი მანქანა, 1958 წლის თეთრი Ferrari 250 GT Pininfarina, რომლის ღირებულება 3,8 მილიონი დოლარია.

132555325-151567553082865-7792641696560207240-n-1608731597.jpg

საიმონ ქოუელი - BUGATTI VEYRON 1,700,000 აშშ დოლარი

საიმონ ქოუელი გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 95 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს წამოწყებიდან, მათ შორის სატელევიზიო შოუებიდან მიიღო. საიმონმა შოუებში - X ფაქტორი და American Idol უამრავი მომღერალი აღმოაჩინა. მან შექმნა მუსიკალური ჯგუფები One Direction და Little Mix. მხოლოდ აქედან 550 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ქოუელი ფლობს 25 მდიდრული ავტომობილის კოლექციას. მისი ავტოფარეხის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია. ხოლო ყველაზე ძვირფასი საკუთრება 1,7 მილიონ დოლარად შეფასებული Bugatti Veyron-ია.

თეონა რამაზაშვილი