რობოტი „პეპერი“ “სითი მოლის” მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს

რობოტი „პეპერი“ “სითი მოლის” მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „სითი მოლი“ ავრცელებს.

„გამარჯობა, მე მქვია პეპერი Pepper • პეპერი, ვარ მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი. საქართველოში მე იაპონიიდან კომპანია GiS-ის GiS • Georgian Integrated Systems დამსახურებით ჩამოვედი და ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას "სითი მოლის" შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე) .

შევხვდებით "სითი მოლში"“ ,- ნათქვამია ინფორმაციში, რომელსაც „სითი მოლი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.