კანადაში კორონავირუსის წინააღმდეგ „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

კანადაში კორონავირუსის წინააღმდეგ „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს. Reuters-ის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქვეყანაში ვაქცინის 168 000 დოზა ჩავა, 2021 წლის იანვრამდე კი ქვეყანა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის 1.2 მილიონ დოზას მიიღებს.

მარტისთვის კი კანადაში კორონავირუსის ვაქცინით 6 მილიონამდე ადამიანი აიცრება.

„როგორი ბნელიც არ უნდა იყოს ზამთარი, გაზაფხული მოდის და წინ უკეთესი დღეები გველოდება“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში კორონავირუსის 521 509 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 14 425 ადამიანი ემსხვერპლა.