მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1 737 629 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 55 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21 668 104 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.