კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში სრულად აღარ იხსნება.
ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა შეზღუდვა რჩება კვლავ ძალაში და რა შეზღუდვა იხსნება 24 დეკემბრიდან.
სამუშაო საათები - 07:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე;
დაცული უნდა იყოს მომხმარებლის ნაკადები, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 1 ადამიანი დაიშვება;
როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უნდა მოხდეს რიგების მკაცრი დაცვა;
ფასდაკლებების აქცია ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს უნდა გამოცხადდეს;
არ იმუშავებს გასახდელი;
მაღაზიამ უნდა დაუშვას პროდუქციის დაბრუნება-გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თებერვლიდან უნდა მოხდეს;
სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანით, იკრძალება;
პირბადის მოხმარება უნდა იყოს დაცული.