სავაჭრო ობიექტებმა 07:00 საათიდან მუშაობა განაახლეს. მოლებში დილიდან ხალხმრავლობაა, თუმცა მაღაზიების წინ მოქალაქეები რიგში დისტანციის დაცვით დგანან. პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესრულებას სავაჭრო ობიექტების დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ.
სავაჭრო ობიექტები 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ, სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება.
ამასთან, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით, მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაშვებულია არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; ტანსაცმლის მაღაზიებში არ მუშაობს გასახდელები. სავაჭრო ცენტრებში აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება.
იხილეთ ფოტოკოლაჟი