მოუსმინე პირველ თავს უფასოდ და შეიძინე აუდიოწიგნი ფასდაკლებით - gudabooks.ge-ს ახალი შეთავაზება აქვს

აუდიოწიგნების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.

ეს ლოგიკურია, ვინაიდან, წიგნების მოსმენა ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა აქტივობის დროს. ამით ვზოგავთ დროსაც და ვასვენებთ გადაღლილ თვალებს.

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელს სიახლეები მიაწოდოს და ვებგვერდზე უკვე ასობით აუდიოწიგნია ხელმისაწვდომი სხვადასხვა ჟანრის, ინტერესისა და ასაკის მიხედვით. აქ შეხვდებით, როგორც რომანებს, ასევე, ისტორიულ, სათავგადასავლო, საბავშვო, თინეიჯერულ და ბიზნესლიტერატურას.

გარდა აუდიოწიგნების მრავალფეროვნებისა, gudabooks.ge-ს ხშირად აქვს სასიამოვნო შეთავაზებები. ერთ-ერთი ასეთი აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ნაწარმოების პირველ თავს უფასოდ და აუდიოწიგნი 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

გთავაზობთ აუდიოწიგნს, რომლის პირველი თავის მოსმენის შემდგომ, ფასდაკლებით შეძლებთ შეძენას:

მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.