2020 წელს შემთხვევით ნაპოვნი ნივთები, რომლებიც ათასობით დოლარი ღირს

2020 წელი ყველასთვის წარმოუდგენლად რთული წელი იყო. საყოველთაო შეზღუდვების და დისტანცირების გამო, ბევრს გამოუჩნდა დრო თავის სოფელში, აგარაკზე წასულიყო, ან თუნდაც დედამიწა გამოეკვლია. შედეგმაც არ დააყოვნა... ნახეთ რა ძვირფასი აღმოჩენები გააკეთეს ადამიანებმა.

სამეფო სამახსოვრო მონეტები

აუქციონისტი ჯონ როლფი შოკირებული იყო იმით, რაც ინგლისში სტროუდის მახლობლად, ვირთხებით სავსე აგარაკზე აღმოაჩინა. ნესტიან და დანგრეულ იატაკში ოქროსფერი ამოუცნობი ნივთი ელავდა. ეს იყო, კარგ მდგომარეობაში მყოფი ოქროს მონეტები. კოლექციას შორის იყო ტყავის კორპუსში ჩასმული 1937 წლის მონეტა, რომელიც მოგვიანებით 10,3 ათას დოლარად გაიყიდა.

ჯონ როლფიმ ასევე იპოვა 2002 წელს დედოფალ ელისაბედ II- ის საიუბილეო მონეტების ნაკრები, რომელიც აუქციოზე 6,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

gand-1608814703.jpg

ვერცხლის მონეტები გასართობი ბარის ბაღში

მეტალის დეტექტორების მაღაზიის მეპატრონე, ლუკ მაჰონი 10 წლის გამავლობაში ქუჩებში დაკარგულ ძვირფას ლითონს ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ ყველაზე მოულოდნელი რამ მოხდა. მისი ადგილობრივი გასართობი ბარის, Lindsey Rose- ის ეზოში ვერცხლის მონეტების განძი აღმოაჩინა, რომელიც XV საუკუნით თარიღდება.

1,061 ინდივიდუალური მონეტა აუქციონზე მინიმუმ 100,000 დოლარად გაიყიდა.

gand1-1608814677.jpg

10,000 წლის ბეწვიანი მამონტი

გადაშენებული არსებების ჩონჩხების აღმოჩენა ახლა თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, რასაც ვერ ვიტყვით გადაშენებულ ცხოველზე, რომელსაც რბილი ქსოვილები შენარჩუნებული აქვს. ცნობილია, რომ ქსოვილებისგან გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება.

ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე, პეჩენელავას ტბაში ნაპოვნი სწორედ ასეთი მამონტის ნაშთები იპოვეს.

3 მეტრის სიმაღლის მამონტი ნამდვილად უნიკალურია. იგი 10 000 წლის განმავლობაში, ელოდებოდა აღმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ იამალის ნახევარკუნძულზე ნაპოვნი მამონტი წარმოუდგენელი აღმოჩენაა, ის საუკეთესოდ შემონახული არ არის. ეს ტიტული ეკუთვნის ლიუბას (სურათზე), რომელიც 2007 წელს აღმოაჩინეს და შინაგანი ორგანოები და თმაც კი უცვლელი ჰქონდა.

gand2-1608814758.jpg

600 წლის ტიუდორის სახლის საგანძური

ზაფხულში, ინგლისში, ნორფოლკში მდებარე ტიუდორის ეპოქის ოქსბურგის დარბაზში სახლის სახურავის აღსადგენად 7,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა . რემონტს ბრიტანული მემკვიდრეობის საქველმოქმედო ორგანიზაცია- The National Trust აწარმოებდა.

1482 წელს აშენებული სასახლე ბედინგფილდთა ოჯახის თაობებს ეკუთვნოდა და თავისთავად განძად ითვლება. რემონტის დროს მუშების ყურადღება მშრალი ოქროს ბრწყინვალებამ მიიქცია.

მათ იატაკის ქვეშ მე -15 საუკუნის იშვიათი ხელნაწერი და 1568 წლის ფსალმუნების რელიეფური წიგნი აღმოაჩინეს. ვირთხების ბუდეები კი მუსიკოსთა ხელნაწერი ნოტები და XVI საუკუნის ქსოვილები- აბრეშუმი, ტყავი, მატყლი, ატლასი და ხავერდი იპოვეს. საყურადღებოა ის, რომ ნაჭრები უნაკლოდ იყო შენახული.

gand3-1608814806.jpg

ასობით ოქროს მონეტა ისრაელში

ისრაელში თინეიჯერების უმეტესობისთვის წინასწარ სამხედრო სამსახურში მონაწილეობა სავალდებულოა. ორ თინეიჯერს კი ამ მხრივ განსაკუთრებულად გაუმართლა.

ქვეყნის ცენტრში, მდებარე არქეოლოგიურ ადგილას ახალგაზრდებმა იპოვეს ქილა, რომელშიც “ოქროს ფოთლები“ ელაგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო თიხის ჭურჭელი, რომელიც 425 ოქროს მონეტით იყო სავსე. ნაპოვნი ქილა და ოქრო 1100 წლისაა.

ყველა მონეტა დამზადებული იყო ყველაზე სუფთა სინჯის ოქროსგან, საერთო წონა კი 845 გრამი.

სუფთა ოქროს ღირებულებას მისი ისტორიული მნიშვნელობა და დამზადების წელი დაემატა, რის გამოც ორმა ახალგაზრდამ მართლაც დიდი ფინანსური მოგება მიიღო.

gand4-1608814852.jpg

მოპარული წიგნები, რომელიც რუმინეთში აღმოაჩინეს

2017 წელს ლონდონში, ინგლისში მდებარე სატრანზიტო საწყობიდან 3.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი წიგნები მოიპარეს. ძარცვა ძალიან ჰგავდა “ჰოლივუდში“ გადაღებულ ჯაშუშური ფილმების სცენარს. ორმა ქურდმა საცავის ჭერი გაჭრა და 16 ჩანთაში ჩაწყობილი 200 უნიკალური წიგნი მოიპარა. წიგნებს შორის იყო გალილეოს და სერ ისააკ ნიუტონის იშვიათი პირველი გამოცემები.

როგორც კი აღმოაჩინეს, რომ წიგნები ადგილზე არ იყო, საყოველთაო სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

სამწლიანი გამოძიების შემდეგ, რა დროსაც სხვადასხვა ქვეყანაში 45 სახლი გაჩხრიკეს, წიგნები საბოლოოდ აღმოაჩინეს რუმინეთში, ცემენტის ორმოში. აღმოჩნდა, რომ ქურდები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. დააკავეს 13 მამაკაცი და ბრალი წაუყენეს.

gand5-1608814885.jpg

100 უძველესი სარკოფაგი ეგვიპტეში

ნოემბერში ეგვიპის ოფიციალურმა პირებმა გააცხადეს, რომ საქარის ადგილას, სადაც ადრე უძველესი დედაქალაქი მემფისი არსებობდა, 100-ზე მეტი სარკოფაგი აღმოაჩინეს. რენტგენის სკანირების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ სარკოფაგში შესანიშნავად შემონახული მუმიები იყვნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, 320 წლით თარიღდება.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იპოვეს უძველესი ღვთაებების 40 - ზე მეტი მოოქროვილი ქანდაკება და სამგლოვიარო ნიღბები. რთული და ფერადი ექსტერიერი ყველა ნივთზე შემონახული იყო.

საქარა ჯერ არ არის სრულად გათხრილი და ამიტომ მომდევნო წლებში უფრო მეტი საგანძურის აღმოჩენას ელოდებიან.

აღმოჩენა ნამდვილად შეუფასებელია. სარკოფაგებს სპეციალურ მუზეუმებში გადაიტანენ.

gand6-1608814920.jpg

თეონა რამაზაშვილი