„მიჰაუსი“ გაიხსნა!  გააკეთეთ შენაძენი ყველაზე უსაფრთხო გარემოში

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საახალწლოდ შემსუბუქებისთანავე, ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ პანდემიამდელ პერიოდს გაგახსენებთ და ჩვეულ რეჟიმში გთავაზობთ სასურველი პროდუქტების შერჩევა–შეძენის შესაძლებლობას.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა ზოგიერთ შემთხვევაში სარემონტო პროცესების შეჩერება ან გაჭიანურება გამოიწვია „მიჰაუსს“ თავისი მომხმარებელი, იდეალურად გამართული ონლაინ მაღაზიის წყალობით, სასურველი პროდუქციის გარეშე არასდროს დაუტოვებია.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ 24 დეკემბრიდან სავაჭრო მოლების გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან, „მიჰაუსი“ მომხმარებელს დილის 9 საათიდან სრულ მზადყოფნაში დახვდა.

ნებისმიერი რეგულაციის შემთხვევაში (ცნობისთვის, ეს უზარმაზარი ჰიპერმარკეტი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის 17 ივლისს გაიხსნა), „მიჰაუსში“ სადეზინფექციო პროცედურები ინტენსიურად ტარდება, მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გარდა ამისა, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღეს ჰიპერმარკეტში სანიტარულ დღედაა გამოცხადებული.

„მიჰაუსი“დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მიიღებს მომხმარებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულიაციებით დახურულ სივრცეებში 20 კვ/მ ფართობზე მხოლოდ 1 მომხმარებელი დაიშვება, „მიჰაუსში“, რომლის ფართობიც 12 000 კვადრატული მეტრია, მომხმარებლები პრაქტიკულად შეუფერხებლად შევლენ.

მიჰაუსის შესახებ

„მიჰაუსი“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომლის სექციებიც ზონალურადაა დაყოფილი და მთლიანობაში 12 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

„მიჰაუსში“სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000–მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ონლაინ შერჩევისა და შეძენის სისტემაც, სადაც მომხმარებლები Live რეჟიმში, ონლაინ ესაუბრებიან კონსულტანტს და არჩევენ სასურველ პროდუქციას. შერჩევის შემდეგ მომხმარებელი შეკვეთას „მიჰაუსის“ საიტზე განათავსებს, ხოლო შენაძენს კურიერი მითითებულ მისამართზე მიაწვდის.