Forbes-მა კორონავიუსის ვაქცინის შემქმნელი კომპანიების ხელმძღვანელები მილიარდერების სიაში შეიყვანა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ფარმაცევტული კომპანიების BioNTech და Moderna-ს ხელმძღვანელები 50 ახალი მილიარდერის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის სფეროში და კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამდიდრდნენ. შესაბამისი მონაცემები ჟურნალმა საკუთარ ვებგევრდზე გაავრცელა.

როგორც Forbes წერს, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ის, რომ უმეტესობა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ ჯანდაცვის სფეროში ფულის ჩადებაზე, მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ. პირველ რიგში საუბარია კომპანიების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მუშაობენ ვაქცინებზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და პრეპარატებზე.

„ჯამში Forbes-მა 2020 წელს შეძლო 50 ახალი მილიარდერის აღმოჩენა ჯანდაცვის სფეროში. მათ შორის ყველაზე გამორჩეულები გახდნენ Pfizer და BioNTech-ის ასევე Moderna-ს ხელმძღვანელები“ - წერია მასალაში.

გამოცემის ცნობით, BioNTech-ის გენერალური დირექტორის, თურქული წარმოშობის გერმანელის უგარ შაჰინის ქონება 4,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Moderna-ს ყოფილი შეფის ფრანგი სტეფან ბანსელის ქონება კი 4,1 მილიარდია, ხოლო ამჟამინდელი ამერიკელი ხელმძღვანელების ტიმოტი სპრინგერის და რობერტ ლანგერის კაპიტალი, რომლებმაც Moderna-ში 2010 წელს 5 და 1,5 მილიონი დოლარი ჩადეს, ამჟამად 2 და 1,5 მილიარდს შეადგენს. ახალ მილიარდერებს შორის არიან სხვადასხვა ბიზნესმენები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, შვეიცარიიდან, ჰონგ-კონგიდან და დანიიდან.

კოკა კვირკველია