"როცა 4-5%-ზე გვაქვს საუბარი, ძალიან კარგი მაჩვენებელია - ჩვენ არ ვართ ჩინეთი, მხოლოდ ჩინეთს აქვს იმის რესურსი, რომ ორნიშნა ზრდაში აწარმოოს ეკონომიკა"

ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, ჩინეთი. მხოლოდ ჩინეთს აქვს იმის რესურსი, რომ ორნიშნა ზრდაში აწარმოოს ეკონომიკა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პანდემია არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში.

„როდესაც 4-5%-ზე გვაქვს საუბარი ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ, ჩინეთი. მხოლოდ ჩინეთს აქვს იმის რესურსი რომ ორნიშნა ზრდაში აწარმოოს ეკონომიკა.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპული ტიპის ქვეყნებზე, იქ როდესაც ნახავთ ეკონომიკურ ზრდას დარწმუნდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რომელიც ჰქონდა საქართველოს, განსაკუთრეთბით იმის გათვალისწინებით, თუ რა რეგიონში უწევს არსებობა, იმ ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბევრ სხვა საერთაშორისო შოკებსაც შეგახსენებთ, შესაბამისად, დამერწმუნეთ, ეს მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის კარგია.

შემდეგ 4 წელს რაც შეეხება, შემდეგი 4 წელი მთელი მსოფლიოსთვის სრულიად განსხვავებული 4 წელი იქნება. პანდემია არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში. შეგახსენებთ რომ დიდი რეცესიის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ასეთი ვარდნა მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.

ჩვენ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩვენი სხვა საერთაშორისო საფინანსო პარტინორების შეფასებით, საქართველო განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან ძალიან სწარაფად შეძლებს აღადგინოს ეკონომიკური მდგომარეობა“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.