პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობის ძირითადი საზრუნავი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკის აღმავალ ტრენდზე დაბრუნება და ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური დაცვა იქნება. ამის შესახებ კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.
"ჩვენ გვჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდა, საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბება და ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი საგადასახადო წნეხის შენარჩუნება",- განაცხადა კოვზანაძემ.