აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ

აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ.

მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში მომავალი კვირის ორშაბათიდან შევა და მისი მიზანი კოვიდ 19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილებაა.

ახალი წესის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში მიმავალმა მგზავრებმა ავიაკომპანიებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ლაბორატორიული შედეგის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით უნდა წარუდგინონ, ხოლო თუ მგზავრი ტესტის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, ავიაკომპანიამ მის გადაყვანაზე უარი უნდა თქვას.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მიიღება როგორც PCR ასევე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხი.