თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება 2022 წელს, პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 7.4% იქნება.
გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი მომავალ წელს უცხოური ინვესტიციების 10%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო უკვე 2022 წელს ინვესტიციები 30%-ით გაიზრდება.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წელს 4.4%-მდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტი უკვე 7%-ს გადაცდა.
ნოდარ სირბილაძე