ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოდის

საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის იმპორტი 30,9%-ით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 481.16 ათასი აშშ დოლარის (558.17 ტონა) მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის ნაკრები შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 367.48 ათასი აშშ დოლარის (423.84 ტონა).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2020 წელს საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 148.72 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 56.06 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 33.23 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 27.97 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 25.96 ათასი აშშ დოლარი
  • შვედეთი - 18.32 ათასი აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 16.92 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 10.25 ათასი აშშ დოლარი
  • კანადა - 7.63 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 7.62 ათასი აშშ დოლარი

ასევე, მეორადი მოხმარების ავეჯი შედარებით მცირე რაოდენობით შემოვიდა: სომხეთიდან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან და აშშ-დან.

2019 წელს კი, მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოვიდა:

  • თურქეთი - 270.25 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 47.93 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 38.83 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 30.37 ათასი აშშ დოლარი
  • თურქმენეთი -27.20 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 23.41 ათასი აშშ დოლარი
  • ნორვეგია - 11.94 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 7.93 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 4.70 ათასი აშშ დოლარი
  • შვედეთი -3.85 ათასი აშშ დოლარი

ასევე, ავეჯი შემოვიდა: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

ნინი ქეთელაური