შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრებში არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა.
„მოგეხსენებათ, განახლდა სავაჭრო ცენტრების მუშაობა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით სულ 31 მოლის მონიტორინგი განხორციელდა და 670 საცალო-საბითუმო სავაჭრო ობიექტის კონტროლი. ჯამში, 28 ნოემბრიდან 33 723 კომპანიაა შემოწმებული. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ ობიექტს და მოქალაქეს, რომ ზედმიწევნით დავიცვათ წესები“,-აღნიშნა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.