„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი - ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშნონ. მან საკოორდსინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალი წლის პერიოდში სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან. ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება ჩვენთვის მთელი მცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“,-განაცხადა იმნაძემ.