„საქართველოს პირველი კრიპტომილიარდერი ეყოლება ძალიან მალე“

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება პირველი კრიპტომილიარდერი“,-ამის შესახებ ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „NEWSROOM“ განაცხადა.

„ძალიან დაძაბული და არასასიამოვნო წელი გვქონდა, თუმცა, პირადად მე წარმატებას მივაღწიე ბევრ ტექნოლოგიურ სფეროში, იმიტომ რომ ყველაფერი ონლაინ ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი კომპანიის შემოყვანა მოვახერხე ქვეყანაში. ეს ყველაფერი ბუნებრივია ელექტრონულად ხდება, ციფრული ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ვგულისხმობ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ, არ იყო ცუდი წელი. მინდა გითრხათ, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება პირველი კრიპტომილიარდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მან თავისი ქონება კრიპტოვალუტით იშოვა და არა სხვა რაღაცეებით, ანუ ეს მილიარდერი ის არაა, რაც თქვენ გაიფიქრეთ,“-განაცხადა ბოძაშვილმა.

თაია არდოტელი