ჩინური ინტერნეტ კომერციის უმსხვილესი კომპანია Alibaba-ს დამფუძნებლის ჯეკ მას (ჩინური სახელი მა იუნ) კაპიტალი 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციებზე ფასმა მნიშვნელოვნად იკლო. მისი ქონება 5,8%-ით შემცირდა - წერს Forbes, World real-time billionaires-ზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ დროში ადევნებს თვალს მილიარდერების კაპიტალის ცვლილებას.
ცნობისთვის, წინა დღეს Alibaba-ს აქციებზე ფასი ნიუ-ორკის საფონდო ბირჟაზე 13,3%-ით შემცირდა, ხოლო ჰონგ-კონგის ბირჟაზე 8,1%-ით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ბაზრის მაკონტროლებელმა ორგანომ დაიწყო გამოძიება Alibaba-სთან მიმართებაში. ჩინური გიგანტი ეჭვმიტანილია ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევაში. მარეგულირებლები ეჭვობენ, რომ კომპანია იყენებს იძულების ფორმას მისი დომინანტური პოზიციიდან გამომდინარე, როცა მომხმარებელს არჩევანის გასაკეთებლად უტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს.
Alibaba-ში აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.