პროდუქტები, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,202 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6 % ით ნაკლებია. ამასთან, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,429 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1,185 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1,092 მლრდ აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 13.4%-ით, ხოლო ექსპორტი 7.1 %-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 35,334მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 29,949 მლნ აშშ დოლარი
  • მამაკაცის ან ბიჭის ტრიკოტაჟის ნაქსოვი კოსტუმები და კომპლექტები- 14,727 მლნ აშშ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 11,105 მლნ აშშ დოლარი
  • თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები დამათი ფრაქციები - 9,354 მლნ აშშ დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები -39,371 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები -39,365 მლნ აშშ დოლარი
  • 10 კაცის ან მეტის (მძღოლის ჩათვლით) გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები - 36,270 მლნ აშშ დოლარი
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 31,954 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 26,891 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური