ცხოვრება როგორც ზღაპარში - რა ღირს ჰოლივუდის ვარსკვლავების გამორჩეული ვილები

მსახიობების ცხოვრების წესი, რომელიც ყველასგან განსხვავდება, არავის უკვირს. აშშ-ის მილიონერები ფლობენ თვითმფრინავებს, ბრილიანტებს, კომპანიებს, კოლექციებს და კუნძულებსაც კი.

ნაწილი ცხოვრებას ოკეანის სანაპიროზე ირჩევს, ზოგიერთი კი თავს კარგად ხის ინტერიერში გრძნობს. გთავაზობთ 10 გამორჩეულ საცხოვრებელს, რომელიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

132638470-209862654080619-1852287904005772314-n-1608890153.jpg

ჯონ ტრავოლტა - ფლორიდა, 12 მილიონი დოლარი

ლეგენდარული მსახიობი, ჯონ ტრავოლტა თავისი უნიკალური ნიჭით 1970-იანი წლების ბოლოდან არის ცნობილი. მსახიობი ამჟამად 160 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს. ტრავლოტამ ფლორიდაში მისი ოცნების ვილა 12 მილიონ დოლარად ააშენა.

საცხოვრებელ კომპლექსში გამოყოფილია ადგილი მისი ბოინგისთვის, ასევე მოწყობილი აქვს მინი აეროპორტი. ვილას აქვს უზარმაზარი ფანჯრები ბუნებრივი განათებისთვის. გოლფის მოედანი, სპორტული კომპლექტი და ა.შ.

132566734-449477522886995-6858518765431675350-n-1608890252.jpg

ბრიუს უილისი - ნიუ იორკი, 9 მილიონი დოლარი

Die Hard ვარსკვლავს ბრიუს უილისს, მრავალწლიანმა წარმატებამ მდიდრული და კომერციული საცხოვრებელი ფართების ფლობის საშუალება მისცა. უილისი ფლობს ვილებს ჰეილის და აიდაჰოს მიდამოებში. 2014 წელს მან ახალი სახლების სიას 22-ჰექტრიანი ბედფორდის საცხოვრებელი კომპლექტი დაამატა, ასევე შეიძინა ნიუ – იორკში მდებარე ქონება 9 მილიონ დოლარად. ამჟამად სახლის ფასი 13 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

132573576-697490264104515-4222799694707156955-n-1608890285.jpg

ლეონარდო დიკაპრიო - ბელიზა, 1,75 მილიონი დოლარი

ბევრ ცნობილ ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ იგი კუნძულს ფლობს. 2005 წელს ლეონარდო დი კაპრიომ ბელიზის Blackadore Caye 104 ჰექტრიანი კუნძული 1,75 მილიონ დოლარად შეიძინა.

კუნძულზე მდებარეობს 36 ვილას, რომელთაგან თითოეული 5 მილიონი დოლარი ღირს.

132570726-322931162173263-3046949160310603841-n-1608890312.jpg

ედი მერფი - როსტერი ქეი, 15 მილიონი დოლარი

კომედიის ლეგენდა, ედი მერფი დიდძალ ქონებასთან ერთად, გამორჩეულ ვილასაც ფლობს. მსახიობმა 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე მდებარე Rooster Cay Island 15 მილიონ დოლარად შეიძინა.

კერძო კუნძულზე მდებარე ვილა 6 ჰექტარზეა გადანაწილებული. ედი მერფის კუნძულს ხშირად სტუმრობენ მსახიობის მეგობრები, რადგან ყველა აღნიშნავს, რომ მსგავსი მონაცემები და კომფორტი, ჰოლივუდში იშვიათია.

132506680-1015736635604773-2499989809726775215-n-1608890338.jpg

ჯულია რობერტსი - მალიბუ, 4,5 მილიონი დოლარი

რამდენადაც ავტომობილების არჩევაში მოკრძალებულია მშვენიერი და გლამურული ჯულია რობერტსი, იმდენად ხელგაშლილია საცხოვრებელი სახლების შეძენისას. მალიბუში მდებარე რანჩოს სტილის სახლი მან 4.5 მილიონ დოლარად შეიძია. საცხოვრებელი ახლა თვეში 10 500 დოლარად ქირავდება.

ქონება უნიკალურია. მას აქვს კერძო პლაჟი და მოწყვეტილია საზოგადოებისგან. იგი მდიდარია დეკორით, ხის ხის იატაკებით და ქვებით მორთული მისაღები ოთახით, ბუხართან ერთად.

132444742-390315672051940-5936633496449542968-n-1608890365.jpg

ჩაკ ნორისი – კალიფორნია, 3.5 მილიონი აშშ დოლარი

ყველასთვის ცნობილმა ჩაკ ნორისმა წარმატების მიღწევამდე გრძელი გზა გაიარა. თავდაპირველად იგი ამერიკის საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოგვიანებით, როდესაც სამხედრო სფერო დატოვა, ჩაკ ნორისი საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას შეუდგა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. მან მოიგო სხვადასხვა ჩემპიონატები. მისი პერსონით “ჰოლივუდიც“ სწორედ აქედან დაინტერესდა.

კალიფორნიაში მდებარე 3,5 მილიონ დოლარიანი ვილა მართლაც საოცარია. ჩაკ ნორისი ამჟამად სახლს ყიდის. დაახლოებით 5500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ვილა მარილიანი წყლის საცურაო აუზს და დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების ხეებს შეიცავს.

132571701-762307614371968-5143554725821964675-n-1608890388.jpg

ქრის ჰემსუორთი - ბაირონის ყურე, 15 მილიონი დოლარი

მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი მსახიობი, ქრის ჰემსუორთი ბაირონის ყურეში მდებარე 15-მილიონიან ვილას ფლობს.

სასახლის განახლებასა და გაფორმება, რომელიც აღჭურვილია 8 საძინებლით და 11 სველი წერტილით, მსახიობს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა. მას აქვს კერძო ხედი ზღვაზე. ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზეს სახლს ასევე აქვს დიდი ლაგუნას აუზი.

132612521-210480517282599-461752587739462078-n-1608890413.jpg

რობერტ დე ნირო - “საუთვორკი“, 1.5 მილიონი დოლარი

რობერტ დე ნირო არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი მსახიობი, არამედ პროდიუსერი და რეჟისორია. მას აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ოქროს გლობუსის პრემია და ორი ოსკარი. მსახიობის ქონება 300 მილიონი დოლარია.

მსახიობმა 2001 წელს Southwark- ში მდებარე loft ბინა 750,000 დოლარად შეიძინა. რემონტის შემდეგ ბინა 1.5 მილიონ დოლარად შეფასდა.

132588356-426791525027199-3034112044464385884-n-1608890438.jpg

ტომი ლი ჯონსი – ფლორიდა 26.75 მილიონი აშშ დოლარი

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და რეჟისორი ტომი ლი ჯონსი ველინგტონში მდებარე მეურნეობას ყიდის.

აღმოჩნდა, რომ ეს ფერმა უზარმაზარ მიწაზე, 50 ჰექტარზე მდებარეობს. მისი ღირებულება 26,75 მილიონ დოლარს შეადგენს.

132598772-2939501462950802-7595258831814914186-n-1608890467.jpg

მელ გიბსონი – მალიბუ 17.5 მილიონი აშშ დოლარი

მელ გიბსონი თავის მისწრაფებას უძრავი ქონების მიმართ არ ასაიდუმლოებს. ვარსკვლავი ცნობილია ქონების ყიდვა-გაყიდვით. ცოტა ხნის წინ, გიბსონმა გასაყიდად გამოიტანა მალიბუს მამული. შეობა გამოირჩევა შუასაუკუნეების მსგავსი არქიტექტურით და ინტერიერის დეკორაციებით.

6500 კვადრატულ მიწაზე გადაჭიმული ხუთსაძინებლიანი სახლი ფლობს უნიკალურ ფიტნეს ცენტრს, აუზებს. სპორტულ მოედნებს და უნიკალურ ბიბლიოთეკას.

თეონა რამაზაშვილი