სომხეთში თურქული წარმოების გარკვეული სახის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა 31 დეკემბრიდან, 6 თვის ვადით, ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შემოსავლების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აკრძალვა არ შეეხება 31 დეკემბრამდე იმპორტირებულ პროდუქტს, რომელსაც 31 დეკემბრამდე გავლილი ექნება ყველა შესაბამისი საბაჟო პროცედურა.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა თურქული წარმოების პროდუქტების სომხეთში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტზე ვრცელდება.