ბათუმში ე.წ. უნივერსამში მოვაჭრეები მუშაობის განახლებას ითხოვენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ბაზრობაზე დღეს დილით შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ და ბაზრობა დაკეტეს.
მოვაჭრეების თქმით, ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავენ, თუმცა მუშაობას ვერ ახერხებენ.
მათივე თქმით, სავაჭრო ცენტრში ხალხმრავლობა არ არის და დისტანციის დაცვა ხდება.
„დისტანცია იყო დაცული. ვმუშაობდით, გახსნილი გვქონდა მაღაზიები, მაგრამ დაგვკეტეს. ერთი შესასვლელი გვაქვს. „ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეებმა დაიწყეს ჩივილი და ჩვენც დაგვკეტეს, ისინი ჩვეულებრივად ცალკე მაღაზიებში მუშაობენ. დიდი მოლები არის დასაკეტი, იქ არ ხდება დისტანციის დაცვა. ჩვენთან წესების დაცვა ხდება“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, ჟუჟუნა კახიძე.