"ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას"

ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ჯარში მიმდინარე პროცესებზე.

„სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტური მიწოდება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ინფორმაციაზე წვდომა, თუ რა ხდება ჯარში, რა პროცესები მიმდინარეობს.

ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელს აღნიშნული პროექტის გადადება მოგვიწია, ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და იმ მნიშვნელოვან მრავალწლიან გეგმასთან, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.