COVID-19-ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბიზნესის ნაწილს შეზღუდვების პირობებში უწევს ოპერირება, "შატო სვანიძემ" გადაწყვიტა, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურდეს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები ამ გზითაც მიაწოდოს. ამ დროისთვის, კომპანია "შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, „შატო სვანიძე“ არსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება და რეალიზაციის მაჩვენებელს ზრდის. მით უფრო, რომ წინასაახალწლო დღეებში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია.
"შატო სვანიძე" წინასაახალწლოდ საკუთარ მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.
„შატო სვანიძე“ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც და აუცილებელია, რომ ეს ტემპი პანდემიის პირობებშიც არ დავარდეს, ამიტომ ამ პერიოდშიც კი, ღვინის საზღვარგარეთ გატანაზე ვმუშაობთ, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მომხმარებელს წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს ვთავაზობთ "- განაცხადა გიორგი სვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში. საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, სადეგუსტაციო კონკურსზე „შატო სვანიძის“ ღვინოს „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
"შატო სვანიძე" წელიწადში 50 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ 14 სახეობის პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, მწვანე ქისს და ა.შ.