"წყალმომარაგება საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური სერვისია"

წყალმომარაგება საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური სერვისია, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასმელი წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს, რაც მოიცავს წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, დამუშავებას, მოსახლეობაზე განაწილებასა და ხარისხის კონტროლს.

„ქვეყანაში არსებული წყლის რესურსი საბოლოო პროდუქტის სახით მომხმარებლამდე რომ მივიდეს, საჭიროა რთული პროცესების მართვა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. კომპანიების მხრიდან, ყოველწლიურად, განხორციელებული ინვესტიციების გარეშე ჩვენ არ გვექნება სტაბილური წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი. იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი, აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ადამიანური რესურსი და კომპანიის მხრიდან მუდმივი ინვესტიცია”, - აცხადებს კალანდაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯივიპი" ავრცელებს.