„საქართველოში მყარდება დიქტატურა,“ - ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე „ფრესკოს“ ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.
„საქართველოში მყარდება დიქტატურა. ამის საფუძველს მაძლევს პრემიერის განცხადება პარლამენტში გამოსვლისას. მინდა მოვიყვანო ციტატა გახარიას გამოსვლიდან: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გლობალური კონკურენცია იმ დონის იქნება, რომ მხოლოდ Doing Business-ში კარგი პოზიციები, სხვადასხვა გამარტივებული პროცედურები, დაბალი კორუფციული რისკები და ა.შ. არ იქნება საკმარისი არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ აქ მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინდივიდუალური მიდგომის თვალსაზრისით იყოს სრულად უზრუნველყოფილი, რათა ინვესტორებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“.
ეს არის სიგნალი საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომელიც როგორც ჰაერი ისე სჭირდება ქვეყანას, მაგრამ ეს არის სიგნალი, რომლის შემდეგაც არცერთი კომპანია რომელიც აწარმოებს ღია ბიზნესს, არასდროს არ შემოვა ქვეყანაში. ეს ეხება ყველას, ყველა ბიზნესს, მეწარმეს, იმიტომ რომ დაარეგისტრირებენ კომპანიას საზღვარგარეთ, თავის ფულს ჩადებენ, ეს იქნება უცხოური ინვესტიცია და მას მისცემენ ნებისმიერ შეღავათს. ამას კი რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტს.
ეს არ ეხება მარტო ვასო სოფრომაძეს. მე ყოველთვის ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ ჩემ თავს. სანამ ვარ და ამ ქვეყნიდან არსად წასვლას ვაპირებ, ჩემ ბიზნესს დავიცავ. ეს ეხება ყველას. მათ შორის, ქვეყნის მთავრობასთან დღეს ჩახუტებულ, ქართულ-ჯიგრულ პონტში მყოფ ბიზნესს. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება არ ეყოთ რაც მიგაქვთ, ხვალ შეიძლება მეტი მოგთხოვონ, უარის შემთხვევაში კი თქვენ ბიზნესს ისე გაანადგურებენ როგორც ნებისმიერს, ახალ ბიზნესს შექმნიან ნებისმიერი გადასახადისგან გაათავისუფლებენ და არც შეგეკითხებიან. მერე გვერდზე მომიჯდებით, მე თუ მოვინდომე თქვენთან დაჯდომა, იმიტომ რომ უკვე დასვრილი ხართ,“-აცხადებს სოფრომაძე.