თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, უკვე გამოცხადებულიც არის ტენდერი და შეირჩევა კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
„საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. პროექტი უკვე დასრულებულია. უკვე გამოცხადებულიც არის ტენდერი, რომ შევარჩიოთ კომპანია, თუ ვინ განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ყველას გვეამაყება ის, რომ ახალი საბაგიროს პროექტი გაალამაზებს თბილისს და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ კონკრეტული პროექტით ისარგებლონ“,-განაცხადა კალაძემ.