თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სახით, როგორიც დღეს არის.
როგორც მან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით და მხარდაჭერით ეს პრობლემა მოწესრიგდება.
„რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და უკვე სიღრმისეულად ვართ წასული ამ პროექტთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. მათი დაფინანსებით განხორციელდება ეს პროექტი, ასევე გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ ასეთი პროექტების განხორციელების სახით. ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სახით, როგორიც დღეს არის. ძალიან მალე, როდესაც პროექტი დამთავრდება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით და მხარდაჭერით ეს ყველაფერი მოწესრიგდება და განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.