"ზონალური პარკირების დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ - ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება"

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც მერიამ განახორციელა წარმატებულია და "რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი“.

"ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი.

ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ წლობით კონკრეტული ავტომობილები ეყენა, ლპებოდა, პრობლემას წარმოადგენდა, ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას. რა თქმა უნდა, ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.