კახა კალაძის განცხადებით, აუტისტური სპექტრის მქონე არცერთი ბავშვი დაფინანსების გარეშე არ დარჩება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუტისტური სპექტრის მქონე არცერთი ბავშვი დაფინანსების გარეშე არ დარჩება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, გადაწყვეტილება, რაც შარშან მივიღეთ, რომ მომლოდინეთა რიგები რაც იყო, გავანულეთ, იგივე იქნება ახლაც. არცერთი ბავშვი, არცერთი ოჯახი არ დარჩება ამ პრობლემის პირისპირ, ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ყველას მაქსიმალურად დავაფინანსებთ“, - განაცხადა კალაძემ.