თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი 34-მადეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
ცნობისთვის, ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.