ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 26 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 101, შიდა ქართლი - 119, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 110, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 606, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 134. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში - 501, აჭარაში - 109, იმერეთში - 234.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 32, იმერეთში - 74. 1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 - თბილისში, 647 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 182, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 955 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 867 პირი, აჭარაში - 3 717, იმერეთში - 4 738“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.