ვინ ფლობს და რა შემოსავალი აქვს „ქეიეფსის“ საქართველოში

კომპანია „ქეიეფსი“ფინანსური მაჩვენებლებით საწარმოთა მე-3 კატეგორიაშია, ეს კი ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშგებიდან ირკევა, კომპანიის შემოსავალმა რეალიზაციიდან 2019 წელს - 13 514 814 ლარი შეადგინა. თვითღირებული პროდუქციის ღირებულება კი - 5 405 925 ლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2018 წელს ზარალზე იყო, თუმცა, უკვე 2019 წლის მონაცემებით, მისმა მოგებამ - 1 107 527 ლარი შეადგინა. ამასთან, გასული წლის ბოლოს „ქეიეფსი“ 4 689 444 ლარის აქტივებს ფლობდა.

რაც შეეხება მფლობელებს, როგორც რეესტრის ამონაწერით ირკვევა, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ქათამაძეა, რომელიც რეესტრში კიდევ რამდენიმე კომპანიის მეწილედ ფიქსირდება.

ცნობისთვის, კომპანია საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მას რამდენიმე ფილიალი აქვს და საქმიანობის სფეროს - სწრაფი კვების პროდუქტებით მომსახურება წარმოადგენს.

თაია არდოტელი