მიმდინარე კვირას კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასმა არაერთხელ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი და არც კვირა დღე დარჩა გამონაკლისი. თბილსის დროით 10:05 საათზე ბიტკოინის ფასმა ციფრული ვალუტის ბირჯაზე 9,92%-ით მოიმატა და 27 179 დოლარი შეადგინა, ეს ამ ვალუტისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია - წერს პორტალი CoinDesk.
ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.