თბილისში, ნავთლუღის ბაზარში რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა პროდუქციის გაყიდვას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
სამართალდამცავების განცხადებით, მოვაჭრეები საავტომობილო მოძრაობას უშლიან ხელს.
როგორც ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის შიგნითა ტერიტორიაზე ადგილი არ არის და ამიტომ, საკუთარი პროდუქციის გაყიდვას ბაზრის გარეთ ცდილობენ.
"მოგვცენ საშუალება ამ ხალხს ოჯახები ვარჩინოთ ამ ცივ ზამთარში. ჩვენ ყოველ წელიწადს, ახალწელს და აღდგომას აქ ვართ. ჩვენ რაიონებიდან მოვდივართ, შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას არ გვაძლევენ, იქაც იმავე სიტუაციაა - არაფერი არ არის მოწესრიგებული, შეხვალ და წყალი ჩამოდის“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.