როგორ გამოიყურება მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხე (+ფოტო)

ნაძვის ხე შობისა და ახალი წლის დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში საზეიმოდ დგამენ. იმ ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ამ დღესასწაულებს აღნიშნავენ, ხშირად დგამენ მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ Forebes-ის მიერ დასახელებულ 2020 წლის 10 ყველაზე ორიგინალურ და ლამაზ ნაძვის ხეს.

სიაში პირველი ადგილი ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსის მთავარმა ნაძვის ხემ დაიკავა. ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრია და ის 6 000-ზე მეტი სათამაშოთი არის მორთული. ხის მორთვაში ფერადი ნათურები გამოიყენეს, რომლის საერთო სიგრძეც 4 კილომეტრია.

სიაში ასევე მოხვდა სხვა არაერთი ორიგინალური და გამორჩეული ნაძვის ხე.

ცათამბჯენ Rockefeller Plaza-ს ნაძვის ხე, ნიუ-იორკი, აშშ

amerika-1609054544.jpg

საშობაო ნაძვის ხე პრაღის ცენტრში, ჩეხეთი

praga-1609054572.jpg

წელს ლონდონში King's Cross-ის მოედანზე უჩვეულო ფორმის ნაძვის ხე დადგეს, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს

london-1609054605.jpg

საშობაო ბაზრობის ნაძვის ხე, პოლონეთი

poloneti-1609054631.jpg

მილანის გალერეის მთავარი ნაძვის ხე, იტალია

milani-1609054656.jpg

ჩინეთის ქალაქ შენიანში წელს 2021 ღვინის ბოთლისგან ორიგინალური ნაძვის ხე დაამზადეს

china-1609054803.jpg

ბერლინის მთავარი ნაძვის ხე ბრანდენბურგის ჭიშკართან, გერმანია

berlini-1609054944.jpg

წელს სიდნეიში საკმაოდ მაღალი ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც 110 000 ფერადი ნათურაა დამონტაჟებული

sidney-1609054971.jpg

100-ზე მეტი ნაძვის ხე, უამრავი დეკორაცია და 25 000 ნათურით მორთული პაბის შენობა კენსინგტონში, ლონდონი

llll-1609055234.jpg

ბექა ბერიაშვილი