Brexit-ისგან დაზარალებულებისთვის ევროკავშირი რეზერვს შექმნის

ევროკავშირის კომისიამ „Brexit-ის კორექტირების რეზერვის“ შესაქმნელად წინადადება წამოაყენა. რეზერვიდან დახმარებას აღმოუჩენენ მხარეებს და დარგებს, რომლებიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

რეზერვი შექმნის მიზანმიმართულ დახმარების მარტივ და სწრაფ პაკეტს, ის იმუშავებს საწყის ეტაპზე, შემდეგ კი ევროკავშირი შეიმუშავებს გრძელვადიან ბიუჯეტებსა და კორექტირების გეგმებს.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რეზერვის შექმნის შესახებ პირველად ივლისში შეთანხმდნენ. მისი ჯამური ბიუჯეტი იქნება 5 მილიარდი ევრო. ის მხარს დაუჭერს ბიზნეს ყველაზე მეტად დაზარალებულ სფეროებში, ეს კი დაეხმარება რეგიონებს და ადგილობრივ თანამეგობრობებს, მათ შორის მათ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ბრიტანეთის წყლებში თევზჭერაზე. ის ასევე შეიძლება მოხმარდეს ადმინისტრაციებს დაარეგულირონ სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარული, ფიტოსანიტარული მექანიზმები და გაუწიონ შესაბამისი დახმარება მოქალაქეებსა და კომპანიებს.

Brexit-ის კორექტირების რეზერვი დაფარავს ყველა ხარჯს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მომდევნო 30 თვის განმავლობაში. ის ორ რაუნდადაა გაყოფილი. რეგულაციები ახლა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კოკა კვირკველია