იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას კრძალავს

იაპონიაში დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, აკრძალვა იაპონიის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს არ ეხებათ, თუმცა მათთვის 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა იქნება აუცილებელი.

შეზღუდვა ძალაში მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დარჩება.

იაპონიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ე.წ.ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ინფიცირებული მოქალაქეები იაპონიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდნენ.