საუდის არაბეთმა სამეფოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის 4 ახალი საბადო აღმოაჩინა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა განაცხადა, ამჯერად Saudi Aramco მუშაობს ახალ საბადოებზე მარაგების მოცულობისა და ფართობის დასადგენად.
„არატრადიციული ნავთობი აღმოჩნდა ერ-რიშის საბადოზე დაჰრანის ჩრდილო-დასავლეთით. იქ ნომერ მეორე ჭაბურღილიდან ყოველდღიურად გადმოდის 4452 ბარელი მსუბუქი არაბული ნავთობი და 3,2 მილიონი ფუტი (90614 კუბური მეტრი) ბუნებრივი აირი დღე-ღამეში. მოცულობის მარაგების დასადგენად კომპანიამ გაბურღა მესამე და მეოთხე ჭაბურღილები. მესამე ჭაბურღილზე პირველადმა მოპოვებამ შეადგინა 2 745 ბარელი დღეში, იმავე ხარისხის ნავთობი მეოთხე ჭაბურღილზე 3 654 ბარელი დღეში. ამასთან, ბუნებრივი აირის მარაგმა შეადგინა 1,6 მილიონი ფუტი დღეღამეში.“ - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, არატრადიციული გაზი აღმოაჩინეს გუარის საბადოდან სამხრეთ-დასავლეთითაც ორ ადგილას. პირველში 18 მილიონი კუბური ფუტის ოდენობით (510 ათასი კუბური მეტრი) 98 ბარელ კონდენსატთან ერთად. მეორეში კი აღმოჩენილია 32 მილიონი ფუტი (906 ათასი კუბური მეტრი) ბუნებრივი აირი დღე-ღამეში. ამასთან, ნავთობი აღმოჩნდა ელ აჯრამიას საბადოდან ჩრდილო-დასავლეთით, სადაც საცდელმა მოპოვებებმა შეადგინა დღე-ღამეში 1850 ბარელი ნავთობი.