მარკეტინგი პანდემიის დროს, ანუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი

ცხადია, რომ პანდემიამ ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს დიდი ზიანი მიაყენა. კომპანიები იძულებული გახდნენ მაქსიმალურად მოკლე დროში, მომხმარებლების დაკარგვის გარეშე და განვითარების ტემპის შენარჩუნებით, საჭიროებისამებრ შეეცვალათ მარკეტინგული სტრატეგია, რათა ლოკდაუნის პირობებში თავიანთი ბიზნესი გადაერჩინათ.

პანდემიის გამო შეიცვალა ტრადიციული გაყიდვის მეთოდებიც. კომპანიათა უმრავლესობას ონლაინმომსახურებაზე გადასვლა მოუწია. ბევრი მათგანი ამისათვის მზად არ აღმოჩნდა. ნაწილი კი მიხვდა, რომ ტრადიციული მარკეტინგი დროებით გვერდით უნდა გადაედო და პირობების შესაბამისად ემოქმედა.

პანდემიით გამოწვეულმა ლოკდაუნმა დაგვარწმუნა, რომ დროა მომსახურებაც და მარკეტინგული სტრატეგიაც ციფრულ სამყაროს დავუკავშიროთ, სწორ ადგილებში ვეძებოთ ჩვენი მომხმარებელი და საჭირო დროს საჭირო პროდუქტი თუ მომსახურება შევთავაზოთ მათ. ამდენად, წარმოგიდგენთ 3 გზას, რომლებიც ლოკდაუნის პირობებში მომხმარებლის მოზიდვასა და თქვენი ბიზნესის გადარჩენაში დაგეხმარებათ.

adworts1-1609138868.png

გააუმჯობესეთ SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია)

წარმატებული კომპანიების მაგალითზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. SEO-ს გაუმჯობესება Google-თან დამეგობრებას ნიშნავს. საპასუხოდ მსოფლიოში ყველაზე დიდი ძიების სისტემა კეთილად მოგეპყრობათ და თქვენს პროდუქციას მაღალ პოზიციებზე აჩვენებს პოტენციურ მომხმარებელს.

გამოყენეთ საკვანძო სიტყვები, ხშირად განაახლეთ ვებგვერდი. დაანახეთ „გუგლს“ რომ პანდემიის მიუხედავად განვითარებას აგრძელებთ.

adworts2-1609138949.png

არ შეამციროთ მარკეტინგის ბიუჯეტი, ჭკვიანურად გამოიყენეთ

პანდემია მსოლფიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახა. დიდ კომპანიებსაც კი გაუჭირდათ ახალ გარემოპირობებთან შეგუება და გაყიდვების ახალი მეთოდების შემუშავება. ერთ-ერთი პირველი შეცდომა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში კომპანიებმა დაუშვეს, მარკეტინგის ბიუჯეტის შემცირებაა. ბიზნესის გადარჩენის ეს მეთოდი მოკლევადიანია, მისი უარყოფითი გავლენა სამომავლო პერსპექტივში იქნება შესამჩნევი.

ამიტომ გვირჩევენ, რომ მარკეტინგის ხარჯების განახევრების ნაცვლად იმაზე დავფიქრდეთ, არსებული ბიუჯეტით როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი, დავანახოთ მათ ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება.

სცადეთ რეკლამის ახალი არხები

ახლა, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი სახლშია და დისტანციურად მუშაობს, საჭირო გახდა რეკლამის გასავრცელებლად ისეთი ადგილების მოძიება, სადაც არსებული ან პოტენციური მომხმარებელი ყველაზე დიდ დროს ატარებს. დღეისათვის ასეთია სოციალური ქსელები და საინფორმაციო-გასართობი ვებგვერდები.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს სოციალური მედიის სარეკლამო ხარჯებმა 29%-ით მოიმატა. ეს რიცხვი წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდა. ლოგიკურია სოციალურ ქსელში გავრცელებული რეკლამების მზარდი რაოდენობა კონკურენციის დონესაც ზრდის. შედეგად ან იმაზე მეტი უნდა გადაიხადოთ, ვიდრე თქვენი კონკურენტები იხდიან, ან რეკლამის გავრცელებისთვის ახალი წყაროები მოძებნოთ.

adworts3-1609139035.png

როგორც აღვნიშნეთ, ახლა, როდესაც თითქმის მთელი ქვეყანა სახლშია, ადამიანთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს საინფორმაციო თუ გასართობ ვებგვერდებზე. ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ახალი მომხმარებლის მოსაზიდად კარგი საშუალებაა ამ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. მით უმეტეს, რომ არსებობს საიტებისა და კომპანიების დამაკავშირებელი პლატფორმა - Adword.ge.

Adword.ge არის პლატოფრმა, რომელიც რეკლამის განთავსების საშუალებას ყველაზე მაღალრეიტინგულ ქართულენოვან საიტებზე გაძლევთ, როგორიცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ. ამ ვებგვერდებს ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი სტუმრობს, შესაბამისად, აქ განთავსებული რეკლამა თქვენი ბრენდისადმი ცნობადობასა და სანდოობას ზრდის.

adworts4-1609139087.png

Adword.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომელ ვებგვერდ(ებ)ზე გსურთ რეკლამის განთავსება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეკლამის გამოსაქვეყნებლად საკმარისია ბალანსზე, სულ მცირე, 1 ლარი გქონდეთ. რაც მთავარია, ბალანსზე არსებული თანხმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს ჩამოჭრას, რაც მომხმარებელი თქვენს რეკლამას დააკლიკავს (ერთი კლიკის მინიმალური ღირებულება 5 თეთრია). ამდენად, ზუსტად გეცოდინებათ, რომ რეკლამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ჭკვიანურად იხარჯება და უშედეგოდ არ იკარგება.

მთავარი, რაც ლოკდაუნმა კომპანიებს ასწავლა (უფრო სწორად შეახსენა) - ბიზნესში გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც სწრაფი ადაპტირების უნარი აქვს. ამდენად სწრაფი მოქმედება და რეკლამირების ახალი საშუალებების ძიება ბიზნესის გადარჩენისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.