კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობა განსაკუთრებულად მოემზადა საახალწლო პერიოდისთვის და თავის ერთგულ მომხმარებელს უამრავ აქციას სთავაზობს, როგორც ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, ასევე მათი ვებ-გვერდების საშუალებით. მომხმარებლებს საშუალება აქვთ გააკეთონ საახალწლო შენაძენი და მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მორთული ნაძვის ხის ქვეშ დაახვედრონ საუკეთესო საჩუქრები გალაქსის ეკოსისტემიდან.

ბრენდის აქციის მთავარი მესიჯია „ჰოლოგრამა გიცავს.. და გასაჩუქრებს“, რაც გულისხმობს, რომ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის ან სხვა სმარტ მოწყობილობის შეძენისას, მომხარებელი არაერთ საჩუქარსა და სარგებელს მიიღებს. მაგალითად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს „Trade in“ პროგრამაში, მიიტანოს თავისი ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და მიიღოს 400 ლარიანი ფასდაკლება Galaxy S და Note სერიის ფლაგმანებზე. ასევე, დამატებით მყიდველს გადაეცემა უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია, რაც გულისხმობს - ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი მიზეზით გატეხილი ეკრანს სამსუნგი სიმბოლურ ფასად შეუცვლის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საახალწლო აქცია სამსუნგის ჰოლოგრამიან ბიუჯეტურ მობილურებსაც შეეხება. Galaxy A სერიის სმარტფონების შეძენისას, მომხმარებელი სხვაადსხვა ნომინალიან ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად.

shida-poto-1609140911.png

რა უნდა გავითვალისწინოთ საახალწლო შენაძენის გაკეთებამდე

სადღესასწაულო „შოფინგის“ ქარცეცხლში გახვეულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნიკა ან მოწყობილობები, რომელსაც ვყიდულობთ დიდხანს უნდა ემსახუროს მფლობელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს შესაძენი ნივთის საგარანტიო პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას.

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამსუნგის ოფიციალურ პროდუქციას საქართველოსთვის სპეციალურად დამზადებული ჰოლოგრამა იცავს და ანსხვავებს არაოფიციალური ანალოგებისაგან. ჰოლოგრამიანი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა იცის, რომ ნივთის დაზიანების შემთხვევაში მას სამსუნგის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი მოემსახურება. ასეთ საგარანტიო მომსახურების ცენტრში, დაზიანებული სმარტფონის ყველა ნაწილი, მხოლოდ ორიგინალი ნაწილით ჩანაცვლდება. ჰოლოგრამის მქონე სმარტფონი სრულად არის მორგებული ადგილობრივ GSM ქსელებთან, მოყვება ადაპტირებული აქსესუარები

გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და აქვე შეგახსენებთ რომ, სამსუნგის საახალწლო აქცია მის ოფიციალურ პარტნიორებთან მიმდინარეობს: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი.

არ დაგავიწყდეს, ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს!

(R)