თანამედროვე, ტრენდული, ფერადი ნაძვისხეები ამიერკავკასიაში უდიდეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ გამოჩნდა.
ჰიპერმარკეტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, ყველასგან განსხვავებულად შეხვდეთ დამდეგ 2021 წელს.
„მიჰაუსის“ მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები არასტანდარტულია და უამრავი ფერიდან თქვენი გემოვნების შესაფერის ნაძვის ხეს აუცილებლად შეარჩევთ, საახალწლოდ სახლის ორიგინალურად გასაფორმებლად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაძვის ხეები ხელოვნურია და მათი შეძენით დაიცავთ საქართველოს თვალწარმტაც ბუნებას.
თუმცა, ვისთვისაც საახალწლო ნაძვის ხე მაინცდამაინც მწვანე ფერთან ასოცირდება, მათაც შეუძლიათ სასურველი შენაძენი გააკეთონ „მიჰაუსში“. აქ უამრავი ფორმის, დიზაინისა და ზომის ტრადიციული ნაძვისხეებია წარმოდგენილი.
შორს წასვლა არ მოგიწევთ საახალწლო აქსესუარებზე, რომლის უზარმაზარი არჩევანიც „მიჰაუსის“ საახალწლო დახლებზე დაგხვდებათ.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლები გაიხსნა, „მიჰაუსი“ სრულ მზადყოფნაში დახვდა და 24 დეკემბრიდან მომხმარებლებს უწინდებურად, ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.
ნებისმიერი რეგულაციების შემთხვევაში (ცნობისთვის, ეს უზარმაზარი ჰიპერმარკეტი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივლისში გაიხსნა), „მიჰაუსში“ სადეზინფექციო პროცედურები ინტენსიურად ტარდება, მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
„მიჰაუსის“ სამუშაო საათები დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე გასტანს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულიაციებით დახურულ სივრცეებში 20 კვ/მ ფართობზე მხოლოდ 1 მომხმარებელი დაიშვება, „მიჰაუსი“, რომლის ფართობიც 12 000 კვადრატული მეტრია, მომხმარებლებს პრაქტიკულად შეუფერხებლად იღებს.
თუ სახლიდან გასვლა არ გსურთ, შენაძენის გაკეთება „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიაშიც შეგიძლიათ გააკეთოთ და პროდუქციას სახლში კურიერი მოგაწვდით.