ეკატერინე ტიკარაძე - სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა,  დაშავებულთა რაოდენობა -16%-ით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევების დინამიკამ იკლო, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორს თანამშრომლობის შედეგია.

„სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის შედეგია, რომ კვლავ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების კუთხით: სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა. დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით. 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადადის“, - განაცხადა ტიკარაძემ.