ჯანდაცვის მინისტრი - დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციები უნდა დავიცვათ, რათა 3-კვირიანი ჩაკეტვის შემდეგ მიღებული შედეგები შენარჩუნებული იყოს. „დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან ჩვენ გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს. მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანცირება დავიცვათ, სახლში დავრჩეთ. ვინაიდან შენარჩუნებული იყოს ის შედეგები, რაც 3 კვირიანი ჩაკეტვის შემდეგ მივიღეთ“, - განცხადა ტიკარაძემ.