ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაზრდილი მობილობიდან გამომდინარე ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდაა მოსალოდნელი.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
„შეზღუდვების მოხსნის ფონზე ჩვენ ვაკვირდებით, რომ გაზრდილია მობილობა ქვეყანაში, თუმცა ასევე შრომითი ინსპექცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ თითოეულ ობიექტზე დაცული იყოს ყველა ის წესი, რომელიც არის მოწოდებული. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის ზრდის და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არამიზნობრივად ნუ მოახდენენ გადაადგილებას და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის მოხდეს მათი გადაადგილება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.