დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული რეგულაციები გაგრძელდება, იანვრის ბოლოს, ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 1571 შემთხვევა იქნება.
მისივე თქმით, თუ რეგულაციები შემსუბუქდება, იანვრის ბოლოს ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა, 5000-მდე ავიდეს.
„გაგაცნობთ „ჰელს მეტრიკის“ ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის რეკომენდაციებს. თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც ქვეყანაში გვაქვს ახლა, გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, იანვრის ბოლოს გვენება 1571 ყოველდღიური შემთხვევა, ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს, ეს იქნება დაახლოებით 800-900 შემთვევა და რასაც ვერ იჭერს 600-700. თუ „მოვუშვით“ ის შეზღუდვები, რაც დღეს არის, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა.
„ამავე დროს, ამ შეზღუდვებთან ერთად, ჩვენ ავედით პირბადის გამოყენების 70%-მდე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გვინდა 95%. თუ ავედით 95%-მდე, იანვრის ბოლოს მაჩვენებელი, რასაც სისტემა ვერ დაიჭერს, იქნება 728-ის ფარგლებში და რასაც დაიჭერს და აღმოვაჩენთ, ეს იქნება 400-500 ფარგლებში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.